კალიფორნიის პოლიციამ პოპ-მუსიკის აღიარებული ვარსკვლავის

კალიფორნიის პოლიციამ პოპ-მუსიკის აღიარებული ვარსკვლავის, მაიკლ ჯექსონის დაპატიმრების ორდერი გასცა.
კალიფორნიის პოლიციამ პოპ-მუსიკის აღიარებული ვარსკვლავის, მაიკლ ჯექსონის დაპატიმრების ორდერი გასცა.
ამის შესახებ პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში, სადაც მომღერალი იმყოფება ამჟამად. პოლიციის წარმომადგენელს არ უთქვამს, რა ბრალდება წაუყენეს მაიკლ ჯექსონს. თუმცა ჯექსონის დამცველმა ვექილმა ბრაიან ოქსმენმა დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ მაიკლ ჯექსონის სახლი სამშაბათს გაჩხრიკა პოლიციამ, რაც იმასთან იყო დაკავშირებული, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჯექსონმა 12-წლის ბიჭი გააუპატიურა. 1994 წელს ჯექსონმა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილიონობით დოლარი გადაიხადა სასამართლო საქმის დასახურად, როცა 14-წლის ბიჭმა მომღერალი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.