შეერთებული შტატების ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალური

შეერთებული შტატების ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალური ბრალდება წაუყენა ვალუტის 47 ბროკერს,
შეერთებული შტატების ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალური ბრალდება წაუყენა ვალუტის 47 ბროკერს,
რომლებიც ოთხშაბათს დააპატიმრეს ნიუ-იორკში. როგორც პროკურორმა ჯეიმს კომიმ აღნიშნა, ოპერაციამ კოდური სახელწოდებით "ხის ხუთცენტიანი", რომელიც 18 თვეს გაგრძელდა, სავალუტო ბირჟებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედების აურაცხელი ფაქტები გამოავლინა. დაზარალდა ათასზე მეტი კლიენტი - წვრილი მეწარმეებიდან მსხვილ ბანკებამდე, რომლებმაც მილიონობით დოლარი დაკარგეს. დაპატიმრებულებს, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან ერთად, გამოძალვაში, ნარკობიზნესში მონაწილეობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო მფლობელობაში ადანაშაულებენ.