საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მოსახლეობისადმი თავის პირველ სატელევიზიო მიმართვაში
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მოსახლეობისადმი თავის პირველ სატელევიზიო მიმართვაში
რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების წინადადებით გამოვიდა. მისივე თქმით, საქართველო ყოველ ღონეს იხმარს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ამასთანავე, როგორც ბურჯანაძემ დასძინა, საქართველო მტკიცედ გააგრძელებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აღებულ საგარეოპოლიტიკურ კურსს, რაც ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ითვალისწინებს. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ედუარდ შევარდნაძემ ოპოზიციის მხარდამჭერთა მხრიდან ძალადობის მუქარის ქვეშ მიიღო.