უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტის პროექტი

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტის პროექტი მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, რომლებშიც ოპოზიციის 5000-მდე მომხრე მონაწილეობდა.
უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ბიუჯეტის პროექტი მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, რომლებშიც ოპოზიციის 5000-მდე მომხრე მონაწილეობდა.
დემონსტრანტებმა კიევში ქუჩები გადაკეტეს. მათ ხელში ეჭირათ დროშები და ტრანსაპანტები წარწერებით "უარს ვამბობთ ფასების გაზრდაზე!", "ძირს მთავრობა!", "გადადექით!". ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს ანტისოციალურად მიიჩნევს და შიშობს, რომ ის კიდევ უფრო გააუარესებს სოციალურად დაუცველთა მდგომარეობას.