რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ უარი თქვა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ უარი თქვა განეხილა პალატის დადგენილების პროექტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ უარი თქვა განეხილა პალატის დადგენილების პროექტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების
რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღების შესახებ. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 95-მა პარლამენტარმა, მაშინ როცა 226 ხმა იყო საჭირო. პლენარული სხდომის დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანის წინადადებით ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ლიდერი ალექსეი მიტროფანოვი გამოვიდა. ამის შესახებ მოსკოვიდან იუწყება სააგენტო პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი.