სულ ცოტა 15 ადამიანი დაიჭრა

სულ ცოტა 15 ადამიანი დაიჭრა სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარის ცენტრალურ საკოლმეურნეო ბაზარში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად.
სულ ცოტა 15 ადამიანი დაიჭრა სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარის ცენტრალურ საკოლმეურნეო ბაზარში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად.
პოლიციამ თალიბებისა და "ალ-ყაიდის" მომხრეები დაადანაშაულა ამ ტერორისტული აქტის მოწყობაში. ყანდაარის პოლიციის განყოფილების უფროსმა მოჰამად ჰაშიმიმ განაცხადა, რომ
ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაზრის მახლობლად გაჩერებულ მოტოციკლეტზე ან ველოსიპედზე იყო დამაგრებული და რომ პოლიციელები დაეძებენ ბოროტმოქმედებს. ყანდაარი თალიბების სულიერი დედაქალაქი იყო 2001 წლის ბოლომდე, როცა შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილმა ანტიტერორისტულმა კოალიციამ ბოლო მოუღო ავღანეთში თალიბების რეჟიმს.