ევროპის კავშირის მომავალ სამიტზე თურქეთს

ევროპის კავშირის მომავალ სამიტზე თურქეთს, შესაძლოა, კავშირში გაწევრიანების გაიოლებული პროცედურა შესთავაზონ
ევროპის კავშირის მომავალ სამიტზე თურქეთს, შესაძლოა, კავშირში გაწევრიანების გაიოლებული პროცედურა შესთავაზონ
- თუ ანკარა სანაცვლოდ კვიპროსის პრობლემას მოაგვარებს. ევროკავშირის რეზოლუციის პროექტში, რომელსაც რადიო "თავისუფლების" ბრიუსელელი კორესპონდენტი გაეცნო, ნათქვამია, რომ კვიპროსის პრობლემის მოგვარება "მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ევროკავშირში თურქეთის შესვლის პერსპექტივებს". კვიპროსი თურქულ და ბერძნულ ნაწილებად არის გაყოფილი. ბერძნული ნაწილი - კვიპროსის რესპუბლიკა - ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია; ხოლო კუნძულის თურქულ ნაწილს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ თურქეთი აღიარებს.