აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, სადამ ჰუსეინის დაპატიმრება
აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, სადამ ჰუსეინის დაპატიმრება
ერაყისთვის "ბნელი და მტკივნეული ეპოქის" დასრულებას ნიშნავს. თეთრ სახლში გამოსვლისას, ბუშმა განაცხადა, რომ ყოფილი დიქტატორი სამართლიან მართლმსაჯულებას გადაეცემა - რაზეც თავად ის მილიონობით ადამიანს ეუბნებოდა უარს. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამიერიდან აღარავის შეაშინებს ფიქრი ხელისუფლებაში ჰუსეინის შესაძლო დაბრუნებაზე. [ჯორჯ ბუშის ხმა] "ერაყელ ხალხს ერთი რამ მინდა ვუთხრა: ნუღარაფრის შეგეშენდებათ - სადამ ჰუსეინი ვეღარასოდეს გახდება თქვენი მბრძანებელი." ჯორჯ ბუშის თქმით, სადამ ჰუსეინის დაპატიმრება მნიშვნელოვანი იყო თავისუფალი ერაყის აღმოცენებისთვის. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყოფილი დიქტატორის დატყვევება სულაც არ ნიშნავს ერაყში ძალადობის აღმოფხვრას.