დღეს, გამთენიისას, დაუდგენელმა პირებმა ააფეთქეს

დღეს, გამთენიისას, დაუდგენელმა პირებმა ააფეთქეს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთი GSM"-ის ოფისი,
დღეს, გამთენიისას, დაუდგენელმა პირებმა ააფეთქეს ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთი GSM"-ის ოფისი,
რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ, სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნა ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი. აფეთქების შედეგად დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია მეზობელი შენობების ფანჯრების მინები. დაშავებით არავინ დაშავებულა. რამდენიმე დღის წინათ ააფეთქეს "მაგთი GSM"-ის კიდევ ერთი ოფისი, კოსტავას ქუჩაზე. მსხვერპლი არც იმ აფეთქებას მოჰყოლია.