საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ორშაბათს შეზღუდული
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ორშაბათს შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა წარმოადგინა. "პრაიმ-ნიუსი" სახელმწიფო მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ორკვირიანი მუშაობის შედეგად მოხერხდა იმ გამჭვირვალე სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შერჩევა, რომელიც დაკომპლექტებულია კარგი რეპუტაციის მქონე პირებით, ვისაც ბიზნესის კუთხით შეხება ჰქონდა რკინგზასთან, ასევე არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლებით". საბჭო "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გახსნილ საჯარო ტენდერს ჩაატარებს. მედიის სფეროდან საბჭოში იმუშავებს გადაცემა "60 წუთის" ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი.