საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, თბილისის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, თბილისის საფეხბურთო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, თბილისის საფეხბურთო
კლუბ "დინამოს" ყოფილი ხელმძღვანელის მერაბ ჟორდანიას ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება - ჟორდანიასთვის 3 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ ორშაბათს საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. როსტიაშვილმა "პრაიმ-ნიუსს" განუცხადა, რომ მერაბ ჟორდანიასთვის წაყენებული ბრალდების მიხედვით აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ფორმის გამოყენება სავალდებულო არ არის. მით უფრო, რომ ბრალდებული იხდის 247 ათას ლარს - იმ თანხის მესამედს, რომელსაც მას ედავებიან. ამას გარდა, ადვოკატის განცხადებით თავდებით განთავისუფლების შემთხვევაში ჟორდანია არ აპირებს დაემალოს გამოძიებას.