ფრანგმა დიპლომატებმა დღეს - დეკემბერში

ფრანგმა დიპლომატებმა დღეს - დეკემბერში უკვე მეორედ - მოაწყეს გაფიცვა
ფრანგმა დიპლომატებმა დღეს - დეკემბერში უკვე მეორედ - მოაწყეს გაფიცვა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის შეკვეცის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. გაფიცვის მოწოდებით გამოვიდნენ პროფკავშირები, რასაც წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა უპრეცედენტო გაფიცვა 1 დეკემბერს ბიუჯეტის შეკვეცაზე ცნობის გავრცელების შემდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება 154 საელჩო და 98 საკონსულო, ასევე ფრანგული კულტურის 500 ინსტიტუტი და ფრანგულენოვანი სკოლები. საფრანგეთი მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდება დიპლომატიური კორპუსის მოცულობით. მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს დიპლომატიური საქმიანობის დაფინანსების 2 პროცენტით შემცირებას და 116 სამუშაო ადგილის გაუქმებას.