უახლოეს დღეებში ბათუმში ვიზიტს გეგმავს

უახლოეს დღეებში ბათუმში ვიზიტს გეგმავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
უახლოეს დღეებში ბათუმში ვიზიტს გეგმავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ჭიაბერაშვილი. გარდა საოლქო კომისიების თავმჯდომარეებისა ის ბათუმში ასლან აბაშიძესაც შეხვდება, თუკი რეგიონის მეთაური ამის სურვილს გამოთქვამს. აქვე გეტყვით, რომ 19 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა რიგითობა ასე განსაზღვრა: პირველი ნომერი იქნება როინ ლიპარტელიანი, მეორე - ქართლოს ღარიბაშვილი, მესამე - ზურაბ ქელეხსაშვილი, მეოთხე - თემურ შაშიაშვილი, მეხუთე - მიხეილ სააკაშვილი და მეექვსე - ზაზა სიხარულიძე.