შალის რაიონში, ჩეჩნეთში, დღეს დილით

შალის რაიონში, ჩეჩნეთში, დღეს დილით ნაღმზე მილიციის ორი ავტომანქანა აფეთქდა,
შალის რაიონში, ჩეჩნეთში, დღეს დილით ნაღმზე მილიციის ორი ავტომანქანა აფეთქდა,
რის შედეგად 3 ჩეჩენი მილიციელი დაიღუპა, 6 - მძიმედ დაიჭრა. გროზნოში, ნაღმზე სამხედროების ავტოკოლონის აფეთქების შედეგად ალტაის ომონის თანაშრომელი იქნა მოკლული, ხოლო 7 - მძიმედ დაიჭრა. აფეთქება, საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად მოხდა. საკოლმეურნეო ბაზარში, გროზნოს ცენტრში, მილიციის 2 ოფიცერი და შემთხვევით იქვე მყოფი ქალი იქნენ მოკლული, როცა შეიარაღებულმა პირმა მილიციელების გაუხსნა ცეცხლი. ბოროტმოქმედმა მოკლული მილიციელების იარაღი დაიტაცა და მიიმალა.