რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ პრივატიზაციის შედეგების გადასინჯვა არ მოხდება,
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ პრივატიზაციის შედეგების გადასინჯვა არ მოხდება,
და თან აღნიშნა: "ეს როდი ეხება იმათ, ვინც კანონს არღვევდაო". სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველობის სხდომაზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ კანონების დაცვა პრივატიზაციის დროს არ იყო ადვილი, მაგრამ ვისაც სურდა, კიდევაც იცავდა კანონებს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობა, ბიზნესმენებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ნავთობისა და გაზის კომპანიათა ზემოგების ამოღების შესახებ. პუტინმა ბიზნესმენებს მოუწოდა - უფრო აქტიურად ჩაებან სოციალური პრობლემების მოგვარების საქმეში.