ერაყში დააპატიმრეს რამდენიმე მუსლიმანი ექსტრემისტი

ერაყში დააპატიმრეს რამდენიმე მუსლიმანი ექსტრემისტი,
ერაყში დააპატიმრეს რამდენიმე მუსლიმანი ექსტრემისტი,
რომლებიც სადამ ჰუსეინის ყოილ მთავარ მრჩეველთან, გენერალ იზათ იბრაჰიმ ალ-დურისთან არიან დაკავშირებული. თავად ალ-დურის დაკავება, ინტენსიური ძიების მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. იგი, კოალიციის ძალებზე თავდასხმების ერთ-ერთ მთავარ კოორდინატორად ითვლება. მისი დაკავებისთვის - ათი მილიონი დოლარის ფულადი ჯილდოა დაწესებული.