მოსკოვში თურქმენეთის საელჩომ პარასკევს რუსეთის

მოსკოვში თურქმენეთის საელჩომ პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა
მოსკოვში თურქმენეთის საელჩომ პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. თურქმენი დიპლომატები საელჩოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვანდალიზმის ფაქტების გამო ჩივიან. საქმე იმაში გახლავთ, რომ ხუთშაბათს უცნობმა პირებმა თურქმენეთის საელჩოს შენობას შავი საღებავით სავსე ბოთლები ესროლეს. "ინტერფაქსის"' ცნობით, საელჩოზე "თავდასხმაზე" პასუხისმგებლად თავს რუსეთის ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტია აცხადებს. ბოთლების სროლით მათ თურქმენეთში რუსი ეროვნების მოქალაქეთა მდგომარეობა გააპროტესტეს. თურქმენეთმა რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება გააუქმა, რითაც ბევრი რუსი იძულებული გახადა რუსეთში დაბრუნებაზე ეზრუნა.