რუსეთის კომპარტიამ, მოსკოვში მიმდინარე ყრილობაზე

რუსეთის კომპარტიამ, მოსკოვში მიმდინარე ყრილობაზე,
რუსეთის კომპარტიამ, მოსკოვში მიმდინარე ყრილობაზე,
სახელმწიფო დუმის დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი თავის კანდიდატად წამოაყენა მარტისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ხარიტონოვს ყრილობის 123-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მეტოქეს გენადი სემიგინს - 105-მა. კომპარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა გადაწყვიტა არ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა ამ არჩევნებში. ხარიტონოვმა იმით გაითქვა სახელი, რომ მოსკოვში, ლიუბიანკის მოედანზე, ფელიქს ძერჟინსკის ძეგლის აღდგენის წინადადებას დაუჭირა მხარი