5 რუსი ჯარისკაცი იქნა მოკლული

5 რუსი ჯარისკაცი იქნა მოკლული და 6 დაიჭრა ჩეჩნეთში მეამბოხეთა მიერ ფედერალური ჯარის საგუშაგოებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად.
5 რუსი ჯარისკაცი იქნა მოკლული და 6 დაიჭრა ჩეჩნეთში მეამბოხეთა მიერ ფედერალური ჯარის საგუშაგოებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად.
როგორც პრომოსკოვური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, განვლილი დღის განმავლობაში ჩეჩენმა მეამბოხეებმა 15-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი ფედერალური ჯარის პოზიციებს. კვირას დილით, გროზნოში, ჩეჩენი პოლიციელის გვამი ნახეს. მეამბოხეები მკაცრად უსწორდებიან იმ თანამემამულეებს, ვინც რუსეთის ჯართან ან სამოქალაქო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს.