4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასწარი რეგისტრაცია გაიარა 1 740 000-მა ამომრჩეველმა.
4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასწარი რეგისტრაცია გაიარა 1 740 000-მა ამომრჩეველმა.
მას, ვისაც ეს არ გაუკეთებია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, მაინც ექნება საშუალება, ხმა მისცეს თავის რჩეულს. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მეთვალყურეობას გაუწევს ეუთოს 450-მდე წარგზავნილი. დსთ საქართველოში 90 მეთვალყურეს მიავლენს. პრეზიდენტის პოსტის მოსაპოვებლად კენჭს იყრის ექვსი კანდიდატი. გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.