აშშ-ის სამხედრო ხომალდებმა არაბეთის ზღვაში

აშშ-ის სამხედრო ხომალდებმა არაბეთის ზღვაში ნარკოტიკებით დატვირთული პატარა კატარღა დააკავეს.
აშშ-ის სამხედრო ხომალდებმა არაბეთის ზღვაში ნარკოტიკებით დატვირთული პატარა კატარღა დააკავეს.
სამხედროები ვარაუდობენ, რომ 11 მილიონ დოლარად შეფასებული ჰაშიშის გაყიდვით მიღებული თანხა, "ალ-ყაიდის" დასაფინანსებლად იყო გამიზნული. მიმდინარეობს კატარღის თანხმლები 15 კონტრაბანდისტის დაკითხვა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე, როცა შეერთებული შტატების სამხედრო გემებმა სპარსეთის ყურის ზონაში ნარკოტიკებით დატვირთული ხომალდი დააკავეს.