ევროპის კომისიამ დღეს განაცხადა

ევროპის კომისიამ დღეს განაცხადა,
ევროპის კომისიამ დღეს განაცხადა,
რომ ბელორუსიაში პროფკავშირების უფლებათა შეზღუდვასთან დაკავშირებით ევროკავშირმა შესაძლოა ეკონომიკური სანქციები მიიღოს მინსკის წინააღმდეგ. ევროკომისიის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ბელორუსიის ხელისუფალნი რეგისტრაციაზე უარს ეუბნევიან დამოუკიდებელ პროფკავშირეულ ორგანიზაციებს, და სდევნიან პროფკავშირების ლიდერებს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ბელორუსია გაირიცხება იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ვაჭრობაში შეღავათიანი პარტნიორის სტატუსით სარგებლობენ.