განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ჩეჩნეთში მომხდარი

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ჩეჩნეთში მომხდარი შეტაკებებისას 4 რუსი ჯარისკაცი და 2 ჩეჩენი მეამბოხე იქნენ მოკლული.
განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ჩეჩნეთში მომხდარი შეტაკებებისას 4 რუსი ჯარისკაცი და 2 ჩეჩენი მეამბოხე იქნენ მოკლული.
როგორც ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აცნობა "ასოშიეიტედ პრესის" სააგენტოს, 2 რუსი ჯარისკაცი შალის რაიონში მოკლეს მეამბოხეებმა. მიმდებარე სოფელში მომხდარი შეტაკების დროს 1 ჯარისკაცი და 2 მეამბოხე დაიღუპნენ. კიდევ ერთი ჯარისკაცი იქნა მოკლული, ხოლო 4 დაიჭრა, როცა მათი ჯავშანტრანსპორტირი ნაღმზე აფეთქდა.