საქართველოს ხელისუფლება გმობს ასლან აბაშიძის

საქართველოს ხელისუფლება გმობს ასლან აბაშიძის მიერ აჭარის ტერიტორიაზე ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.
საქართველოს ხელისუფლება გმობს ასლან აბაშიძის მიერ აჭარის ტერიტორიაზე ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი უგულავამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, აჭარის ავტონომიის მეთაურის ეს განკარგულება უკანონოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვით, ომისა და ზავის საკითხები, ისევე როგორც საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა არის ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა.