საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 25 იანვარს გაიმართება.
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 25 იანვარს გაიმართება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უთხრეს, ინაუგურაციამდე ერთადერთი აუცილებელი ღონისძიებაა ამ კომისიის მიერ 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება. ეს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოხდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 96,02 პროცენტი ერგო მიხეილ სააკაშვილს. ასევე "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ და მას წარმატება უსურვა.