შაბათს, სამხრეთი ერაყის ქალაქ ამარაში

შაბათს, სამხრეთი ერაყის ქალაქ ამარაში 5 ადგილობრივი მკვიდრი იქნა მოკლული, როცა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს,
შაბათს, სამხრეთი ერაყის ქალაქ ამარაში 5 ადგილობრივი მკვიდრი იქნა მოკლული, როცა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს,
რომლებიც პროვინციული ადმინისტრაციის შენობას ქვებს უშენდნენ. ბრიტანეთის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არეულობის ერთ-ერთი მონაწილე ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოკლეს მას შემდეგ, რაც ხელყუმბარა ისროლა. ასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში. ისინი სამუშაო ადგილებს მოითხოვდნენ. ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმის ცნობით, 11 ადამიანია დაჭრილი.