ბოსნიის ქალაქ პალეში ნატოს მშვიდობისმყოფელები

ბოსნიის ქალაქ პალეში ნატოს მშვიდობისმყოფელები განაგრძობენ ბოსნიელ სერბთა
ბოსნიის ქალაქ პალეში ნატოს მშვიდობისმყოფელები განაგრძობენ ბოსნიელ სერბთა
ყოფილი ლიდერის რადოვან კარაჯიჩის ძებნას. ნატოს ჯარისკაცებმა შეწყვიტეს სახლების ჩხრეკა. ისინი ახლა შეისწავლიან დოკუმენტებს, რომლებიც კარაჯიჩის სახლში აღმოაჩინეს. გრძელდება ორი დაკავებულის დაკითხვა. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი კარაჯიჩს 90-იანი წლების პირველ ნახევარში ბოსნიაში სამხედრო დანაშაულის ჩადენასა და გენოციდში სდებს ბრალს.