რა შედეგებს ელის საპარლამენტო არჩევნებისგან ნაციონალური მოძრაობა

თამარ ჩიქოვანი, თბილისი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების თანახმად, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკ "ნაციონალურ მოძრაობას" ისეთივე "შთამბეჭდავი" გამარჯვება ელის,
როგორიც ამ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მოიპოვა 4 იანვრის არჩევნებისას. შესაბამისად, არ გამორიცხავენ საქართველოში ერთპარტიული სისტემის შექმნის შესაძლებლობას.
რა პროგრამით წარსდგება საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა, ემუქრება თუ არა საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის ყოლის საფრთხე, რა ელით საქართველოში დღეს არსებულ ოპოზიციურ პარტიებს - ამ კითხვებს პასუხობს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, ბლოკ "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი, რომელსაც თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.