ხვალ თელავში საზეიმოდ გაიხსნება აშშ-ის

ხვალ თელავში საზეიმოდ გაიხსნება აშშ-ის მხარდაჭერით აშენებული სამხედრო ქალაქი.
ხვალ თელავში საზეიმოდ გაიხსნება აშშ-ის მხარდაჭერით აშენებული სამხედრო ქალაქი.
საქართველოს სამხედრო უწყების პრესსამსახურის ცნობით, ცერემონიას დაესწრება თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე.
სამხედრო ქალაქი ყაზარმებსა და სხვა ინფრასტრუქტურას მოიცავს. იგი გადაეცემა თელავის მსუბუქ ქვეითთა 111-ე ბატალიონს, რომელმაც მომზადება გაიარა აშშ-ის "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში. ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ ბატალიონის მომზადება დეკემბერში დასრულდა. ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგით მეოთხე ბატალიონია, რომელმაც "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში გაიარა მომზადება.