საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქაშუეთის ეკლესიაში ხელი მოაწერა დეკლარაციას
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქაშუეთის ეკლესიაში ხელი მოაწერა დეკლარაციას
ეროვნული თანხმობის შესახებ. როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე სააკაშვილმა აღნიშნა, ეს დოკუმენტი ხელისუფლებისა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შერიგების საფუძვლად უნდა იქცეს. პრეზიდენტის თქმით, ახლო მომავალში იგი აპირებს, ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლითაც ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. დღესვე, სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობის აქტის ხელმოწერით, ახალი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სურს შექმნას საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ექნება.