"მთავრობის ექსპერტ დევიდ კელის სიკვდილში

"მთავრობის ექსპერტ დევიდ კელის სიკვდილში არავინაა დამნაშავე. ბრიტანეთის მთავრობა უპატიოსნოდ არ მოქცეულა, როცა მისი ვინაობის გამჟღავნება გადაწყვიტა."
"მთავრობის ექსპერტ დევიდ კელის სიკვდილში არავინაა დამნაშავე. ბრიტანეთის მთავრობა უპატიოსნოდ არ მოქცეულა, როცა მისი ვინაობის გამჟღავნება გადაწყვიტა."
ასეთი დასკვნა გამოაქვს მოსამართლე ლორდ ბრაიან ჰატონს, რომელიც კელის სიკვდილის გარემოებებს სწავლობდა. დევიდ კელიმ გასულ ზაფხულში მოიკლა თავი. ანგარიშში, რომლითაც ლორდ ჰატონი დღეს გამოვიდა ბრიტანეთის პარლამენტში, უსაფუძვლოდ არის მიჩნეული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი-ს მტკიცება იმის თაობაზე, რომ თითქოს ტონი ბლერის მთავრობამ განგებ გააზვიადა საფრთხის მასშტატებები, რომელიც სადამ ჰუსეინისგან მომდინარეობდა. ბი-ბი-სი ანონიმ ექსპერტს იმოწმებდა. კელიმ თავი მოიკლა, როცა მისი სახელი გახმაურდა. ლორდ ჰატონის განცხადების შემდეგ გადადგა ბი-ბი-სი-ს მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარე გევინ დევისი. პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ლორდ ჰატონის გამოსვლის შემდეგ განაცხადა: [ბლერის ხმა] "მე დიდ მადლობას ვუხდი ლორდ ჰატონსა და მის თანამშრომლებს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის. თავისთავად ანგარიში გამორჩეული დოკუმენტია - დაწვრილებით, საგულდაგულოდ და მკაფიოდ შედგენილი. იგი ადგილს არ უტოვებს ეჭვსა და არასწორ ინტერპრეტაციას,"