რუსეთმა გააუქმა ჩეჩენი ლტოლვილების ბანაკთა

რუსეთმა გააუქმა ჩეჩენი ლტოლვილების ბანაკთა დახურვის ვადა - 1 მარტი. ამის შესახებ იუწყება გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იან ეგელანდი,
რუსეთმა გააუქმა ჩეჩენი ლტოლვილების ბანაკთა დახურვის ვადა - 1 მარტი. ამის შესახებ იუწყება გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იან ეგელანდი,
რომლის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა დაყაბულდა, გააუქმოს ეს ვადა მას შემდეგ, რაც ეგელანდმა მას უთხრა, რომ ბანაკების დახურვა, შესაძლოა, იძულებით რეპატრიაციად ჩაითვალოს. მაგრამ ეს ცნობა უარყო რუსლან ბადალევმა, ჩეჩენთა ხსნის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, რომლის თქმით, ბანაკების დახურვის ვადა ძალაში რჩება. ბანაკებში იმყოფება 7 000-მდე ჩეჩენი ინგუშეთში გახიზნული სულ 70 000 ჩეჩენი ლტოლვილიდან.