ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭომ

ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭომ არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა მოუხსნა 1200-მდე რეფორმისტ კანდიდატს.
ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭომ არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა მოუხსნა 1200-მდე რეფორმისტ კანდიდატს.
აკრძალვამ, რომელიც თავდაპირველად ოთხი ათასამდე კანდიდატს შეეხო, პარლამენტის ლიბერალ დეპუტატებს შორის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგიერთი პარლამენტარი და მთავრობის მოხელე პროტესტის ნიშნად გადადგომასაც აპირებდა. საპარლამენტო არჩევნები ირანში 20 თებერვლისთვის არის დანიშნული.