სერბიისა და ჩერნოგორიის სამხედრო დაზვერვის

სერბიისა და ჩერნოგორიის სამხედრო დაზვერვის უფროსის, მომირ სტოიანოვიჩის განცხადებით, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია
სერბიისა და ჩერნოგორიის სამხედრო დაზვერვის უფროსის, მომირ სტოიანოვიჩის განცხადებით, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია
"ალ-ყაიდა" აქტიურად მოქმედებს კოსოვოსა და ჩრდილოეთ ალბანეთში. ტანიუგის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში სტოიანოვიჩმა განაცხადა, რომ, ბალკანეთში ისლამური სახელმწიფოს შექმნის მიზნით, "ალ-ყაიდა" კავშირს აღრმავებს ექსტრემისტებთან. სააგენტოს ცნობიდან არ ჩანს, მოიყვანა თუ არა სტოიანოვიჩმა რაიმე საბუთი. კოსოვოს კონფლიქტის წლებში სტოიანოვიჩი იუგოსლავიის სამხედრო დაზვერვას ედგა სათავეში.