აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ გასცემს განკარგულებას,
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ გასცემს განკარგულებას,
ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება იმაზე, თუ რას ემყარებოდა დასკვნები ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობის შესახებ. [ჯორჯ ბუშის ხმა] ბუშმა დასძინა, რომ ამ განკარგულების გაცემამდე, მოეთათბირება ერაყში მომუშავე ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ყოფილ ხელმძღვანელს დევიდ კეის. გუშინ კეიმ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება მსოფლიოში აღადგენდა ნდობას შეერთებული შტატების მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ომის დაწყების აუცილებლობას ასაბუთებდა დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თითქოს ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა. მაგრამ ამგვარი იარაღის კვალის პოვნა ერაყში ჯერჯერობით ვერ ხერხდება.