ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს ადამიანის

ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს ადამიანის უფლებების დამცველთა სარჩელს
ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს ადამიანის უფლებების დამცველთა სარჩელს
იმის თაობაზე, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უსაფრთხოების კედლის მშენებლობა უკანონოა. აი, რა განაცხადა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე უფლებადამცავთა იურიდიულმა წარმომადგენელმა მიხაელ სფარდმა: [მიხაელ სფარდის ხმა] "ჩვენ სასამართლოს ორი თხოვნით მივმართავთ. პირველი: სასამართლოს ვთხოვთ გამოაცხადოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამყოფი კედლის მშენებლობა უკანონოა. და მეორე: რომ ისრაელის მოქმედება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუძემდებელ პრინციპებს." ისრაელი ამტკიცებს, რომ კედლის აგების აუცილებლობას უსაფრთხოების მოსაზრებები განაპირობებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ელიან.