გაეროს ექსპერტებმა დღეს ერაყის პოლიტიკურსა

გაეროს ექსპერტებმა დღეს ერაყის პოლიტიკურსა და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად განიხილეს
გაეროს ექსპერტებმა დღეს ერაყის პოლიტიკურსა და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად განიხილეს
ამ ქვეყანაში საყოველთაო არჩევნების ჩატარების საკითხი. ბაღდადში ჩასულ გაეროს დელეგაციას სათავეში უდგას ამ ორგანიზაციის საგანგებო წარგზავნილი ლახდარ ბრაჰიმი. მისი თქმით, განხილვის მთავარი საკითხი არჩევნების გამართვის თარიღია. საყოველთაო არჩევნების უახლოეს მომავალში მოწყობას ერაყის შიიტური თემის ლიდერები მოითხოვენ.