მოხდა თუ არა გარღვევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტის შედეგად

თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართულმა და რუსულმა პრესამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტის შედეგები ისტორიულად შეაფასა. ფაქტი ერთია - მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტი
არა მხოლოდ ქართული, არამედ რუსული მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
კონკრეტულად, რა შეთანხმებებს მიაღწიეს მხარეებმა თითქმის სამსაათიანი შეხვედრისას; მოსალოდნელია თუ არა უახლოეს დროში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შეცვლის რეალური შედეგები;
შესძლებენ თუ არა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები დამეგობრებას - ამ კითხვებს პასუხობს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, დამოუკიდებელი ექსპერტი ივლიანე ხაინდრავა. მას თამარ ჩიქოვანი ესაუბრა