დღეს დილით დონეცკში 3 ადამიანი

დღეს დილით დონეცკში 3 ადამიანი დაიღუპა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად.
დღეს დილით დონეცკში 3 ადამიანი დაიღუპა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად.
კიდევ 6 ადამიანმა, მათ შორის 2 ბავშვმა, ტრავმები და დამწვრობა მიიღო; ისინი საავადმყოფოში მიიყვანეს. შენობაში პირველი სამი სართულის სახურავები ჩამოინგრა. წინასწარი ვერსიით, აფეთქება სადარბაზოში მოხდა პირველ და მეორე სართულებს შორის. ორასამდე მაცხოვრებელი - ევაკუირებულია.