ერაყის მმართველთა საბჭო განიხილავს

ერაყის მმართველთა საბჭო განიხილავს სხვადასხვა შესაძლებლობას, როგორ გადასცენ ხელისუფლება ერაყელებს
ერაყის მმართველთა საბჭო განიხილავს სხვადასხვა შესაძლებლობას, როგორ გადასცენ ხელისუფლება ერაყელებს
პირდაპირი არჩევნების გარეშე. საბჭოს წევრმა მაჰმუდ ოტმანმა "რეიტერის" სააგენტოს დაუსახელა ერთი ვარიანტი - ახლანდელი დროებითი მმართველობის გაფართოება. მეორე გზა იქნებოდა სრულიად ერაყის ყრილობის მოწვევა, რომელშიც ყველა პარტია და ეთნიკური ჯგუფი მიიღებდა მონაწილეობას.
ბაღდადში დღეს სამი აფეთქება მოხდა ორი ამერიკელი სამხედრო და სამი ადგილობრივი მოქალაქე დაიღუპა. ერთი ბომბი აფეთქდა დაწყებით სკოლაში. ამერიკელი სამხედროები ნაღმზე აფეთქდნენ ბაღდადსა და მის შემოგარენში.