თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკკლელანმა

თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკკლელანმა ვაშინგტონში
თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკკლელანმა ვაშინგტონში
განაცხადა, რომ მომავალ ოთხშაბათს ერთმანეთს შეხვდებიან ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი. მაკკლელანის თანახმად, სააკაშვილის ვიზიტი ხელს შეუწყობს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, კერძოდ - ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. პრეზიდენტები ისაუბრებენ აგრეთვე კასპიის ენერგორესურსების, რეგიონული კონფლიქტებისა და საქართველოში გასატარებელ დემოკრატიულ და საბაზრო რეფორმებზე. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ბუში და სააკაშვილი რუსეთთან და თურქეთთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც განიხილავენ.