პარტია "იაბლოკო" გამოვიდა მოწოდებით, რომ მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადოს რუსეთში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობა ცხადყოფს, რომ არჩევნები - პოლიტიკურ ფარსში გადაიზარდა" - ნათქვამია "იაბლოკოს" ფედერალური საბჭოს ბიუროს განცხადებაში. რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში, "იაბლოკოს" ლიდერმა გრიგორი იავლინსკიმ განაცხადა: "იაბლოკოს" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში, დემოკრატიული მრწამსის მქონე ადამიანებისთვის პროტესტის გამოთქმის საშუალებას არჩევნების ბოიკოტი წარმოადგენს."