ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ ორშაბათს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ ორშაბათს
ანკარაში შეიკრიბებიან და თურქეთში რეფორმების მიმდინარეობის პროცესს განიხილავენ. "ჰიუმან რაითს უოჩი" კი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე თურქეთმა ბევრი ლაფსუსი დაუშვა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ უფლებათა დაცვაში თურქეთში პროგრესი შესამჩნევია, მაგრამ მიუთითებს სერიოზულ დარღვევებზე, რომლებსაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჰქონდა ადგილი თურქეთში. კერძოდ, საუბარია პოლიციის მიერ დაკავებულთა ცემასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. ევროპის საბჭოში კი ფიქრობენ, რომ თურქეთში რეალურად მიმდინარეობს რეფორმები და ამ სახელმწიფოს აღარ სჭირდება მონიტორინგი იქ დემოკრატიის განვითარებაში დასარწმუნებლად. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას.