ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი ჟაოცინმა პრესკონფერენციაზე დღეს პეკინში განაცხადა,
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი ჟაოცინმა პრესკონფერენციაზე დღეს პეკინში განაცხადა,
რომ მისი უწყების პრიორიტეტული მიზანია, რაც "შეიძლება მეტი მეგობარი" შესძინოს ჩინეთს მთელს მსოფლიოში. მისივე თქმით, პეკინს პრიორიტეტულად მიაჩნია ამასთანავე, ჭეშმარიტი პროგრესი ადამიანის უფლებათა სფეროში. შეეხო რა ტაივანის პრობლემას, ლიმ თქვა, რომ "არავის მიეცემა უფლება ნებისმიერი საშუალებით სცადოს ტაივანის ჩამოშორება დანარჩენი ჩინეთისაგან. "ჩინეთის უპირველესი მიზანი - ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებაა", - დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.