შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყის დროებითი კონსტიტუციის ხელმოწერა მნიშვნელოვანი
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყის დროებითი კონსტიტუციის ხელმოწერა მნიშვნელოვანი
წინგადადგმული ნაბიჯია ერაყის სუვერენიტეტის აღსადგენად 30 ივნისს. რუსეთი, ირანი და საუდის არაბეთი მიესალმნენ ერაყში გარდამავალი ძირითადი კანონის მიღებას. ხოლო თურქეთს მიაჩნია, რომ დროებითი კონსტიტუცია მეტ დესტაბილიზაციას გამოიწვევს ერაყში. ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ მოჰამედ ბაჰრ ალ-ულუმმა, დროებითი კონსტიტუციის ხელმოწერას "ერაყის ისტორიაში შემობრუნების წერტილი" უწოდა. მმართველი საბჭოს წევრმა ჰამიდ ალ-კიფაიმ კორესპონდენტებს უთხრა, რომ დროებითი კონსტიტუცია დემოკრატიულ საფუძველს უქმნის ერაყის პოლიტიკურ მომავალს: "ერაყის ისტორიაში ესაა პირველი კონსტიტუცია, რომელშიც ყოველი ერაყელის ინტერესებია გათვალისწინებული. იგი თანაბარ უფლებებს ანიჭებს ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის ქალებსა და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს. იგი საყოველთაო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს ამ წლის დამლევს, ან მომავალი წლის დასაწყისში. ესაა პროგრესული, ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია ერაყის მთელი ისტორიის მანძილზე" - განაცხადა ჰამი ალ-კიფაიმ.