კუნძულ ტაივანის 24 დიდ ქალაქში

კუნძულ ტაივანის 24 დიდ ქალაქში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო დღეს დემონსტრაციებში მონაწილეობა
კუნძულ ტაივანის 24 დიდ ქალაქში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო დღეს დემონსტრაციებში მონაწილეობა
და მხარდაჭერა გამოუთქვა პრეზიდენტობის კანდიდატს ლენ ჩანს, რომელიც 20 მარტის არჩევნებში ტაივანის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჩენ შუიბიანს დაუპირისპირდება. ორივე კანდიდატის სამოქმედო პროგრამები, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მათს პოლიტიკას ჩინეთთან მიმართებაში, თითქმის ერთნაირია. ამჟამინდელი პრეზიდენტი ჩინეთისაგან ტაივანის სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვს, მაშინ როცა ლენ ჩანს უფრო შემრიგებლური პოზიცია უკავია.