საქართველოს პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში კვირა

საქართველოს პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში კვირა ღამით
საქართველოს პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში კვირა ღამით
პირობა წაუყენა აჭარის ავტონომიის მეთაურს, მისცეს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარის ტერიტორიაზე თავისუფალ მოქმედებისა, ამასთან მოთხოვა მას მისცეს საშუალება ყველა მოქალაქეს თავისი აზრის თავისუფალად გამოთქმისა. ასლან აბაშიძეს საქართველოს პრეზიდენტმა მოსთხოვა ასევე შეირაღებული ჯგუფების განიარაღება. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხი მომზადებასა თუ მცდელობაზე. სააკაშვილის თანახმად, ის ფოთში იმყოფება, ხვალ ის მთავრობას შესთავაზებს, დაიკეტოს აჭარის საჰაერო სივრცე, ასევე დაიკეტოს სარფის გამშვები პუნქტი. ასევე გაიყინოს აჭარის ხელისუფლების მიერ გახსნილი იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები.