აფრიკის კავშირს, რომელიც ბოლოხანს შეიქმნა

აფრიკის კავშირს, რომელიც ბოლოხანს შეიქმნა და 53-ქვეყანას აერთიანებს, დღეიდან პარლამენტი ჰყავს.
აფრიკის კავშირს, რომელიც ბოლოხანს შეიქმნა და 53-ქვეყანას აერთიანებს, დღეიდან პარლამენტი ჰყავს.
ეს არის სრულიად აფრიკის პარლამენტი, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქში, ადის-აბებაში შეიკრიბა. ოფიციალურ პირთა განცხადებით, აფრიკის პარლამენტში, რომელიც ევროპარლამენტის მიხედვით შეიქმნა, გაიმართება დებატები ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და მმართველობის საკითხებზე. თითოეული ქვეყანა 5 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი 265-ადგილიან პარლამენტში. პარლამენტის სხდომები წელიწადში ორჯერ გაიმართება. ამასთან, მის გადაწყვეტილებებს კანონის ძალა არა აქვს.