ბრიუსელში გაიმართა ევროპის კავშირის წევრი

ბრიუსელში გაიმართა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი,
ბრიუსელში გაიმართა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი,
რომლის მთავარი თემა ტერორიზმთან ბრძოლა იყო. შეხვედრის მონაწილეებმა მოილაპარაკეს, რომ ევროკავშირის ფარგლებში შეიქმნება ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში და ამ სფეროში მოქმედებათა კოორდინატორის თანამდებობა. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაიან კოუენმა განაცხადა: [ბრაიან კოუენის ხმა] "განზრახული გვაქვს, შევიმუშავოთ ღონისძიებათა მთელი პაკეტი, რომლებიც ითვალისწინებს როგორც გადაუდებელი ზომების გატარებას ევროპის კავშირის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ისე გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრას მომავალში ტერორის წინააღმდეგ სამოქმედოდ და ჩვენი საზოგადოების დასაცავად."