რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
სავიზო რეჟიმი 2000 წლიდან მოქმედებს. ვლადიმირ პუტინმა, რომელიც სოჭში იმყოფება, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოსთან შემოღებული სავიზო რეჟიმი არ უკავშირდება ცუდ ან კარგ ურთიერთობას, იგი დაკავშირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემასთან. მისივე თქმით, წინა ხელისუფლებასთან საზღვარზე მჭიდრო თანამშრომლობის დაწყება ვერ მოხერხდა, ხოლო საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს თავად შესთავაზა თანამშრომლობის ახალ საფეხურზე აყვანა.